15 იან 2020 11:12 1491

„ბოდიშს ვუხდი გია ფერაძეს... სამარცხვინოა ეს ყველაფერი“

 

 

პროექტის "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული ანკა ვასაძე გახდა, რომლის მეწყვილე ოთო ფოლადაშვილი იყო. ხალხის აღშფოთება კი სპონსორებმა და ორგანიზატორებმა გამოიწვიეს, რომლებმაც გია ფერაძე უმცროსი ფაქტობრივად უსაჩუქროდ დატოვეს და მისი შრომა ამ პროექტში არაფრით აღნიშნეს.

"ჩემო გია, შენ ხარ არაჩვეულებრივი მსახიობი, ცეკვავ შესანიშავად. მართლია, არ ხარ პროფესიონალი მოცეკვავე, მაგრამ ცეკვავდი როგორც პროფესიონალი. მამაშენივით არაჩვეულებრივი ხარ.

ძალიან ძუნწი და უვიცი სპონსორები იყვნენ, რამე საჩუქარი როგორ ვერ გაიმეტეს. ასეთი სიხარულით დაფრინავდი, მცირე რეპეტიციებით რა შესანიშნავი შოუ ჩაატარე და ამ კარაპეტებმა ვერაფერი გაიმეტეს – მობილური ტელეფონი ვის უკვირს!

მე მსახიობი ვარ და ვიცი, რა არის გულისტკენა”, – წერს მსახიობი ასმათ ტყაბლაძე.

"ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას ეს წყვილი. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. სპონსორებს არ შერცხვათ მაინც, ასე უაზროდ რომ დაარიგეს საჩუქრები? სამარცხვინო ქართველები! საჩუქრები ამათ როგორ არ უნდა მიეღოთ". 

"უბრალოდ უნამუსოობაა! ვინც გინდოდათ, იმან გაიმარჯვა! ბრავოო!!! ძალიან შემრცხვა”, 

,,მე ბოდიშს ვუხდი გია ფერაძეს ქართველების ამ სამარცხვინო საქციელით კიდევ ერთხელ დავამტკცეთ, რომ ჩვენიანის პატივისცემა არ ვიცით”, – წერენ სოციალურ ქსელში.