15 იან 2020 11:40 771

პირი, რომელმაც ოხანაშვილი ცემა, "ოცნების" წევრი იყო

 

პირი, რომელმაც "ოცნების" დეპუტატს ოხანაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა 33 წლის ვახტანგ რობაქიძეა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუპოსტი“ ავრცელებს. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, იგი 2012-2017 წლამდე მდე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო. 

 

რობაქიძე 2019 წლის ზესტაფონის მერის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს, სადაც 5.2% აიღო. იყო თუ არა იგი "ლელოს" წევრი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, არსებული ინფორმაციით, რობაქიძე "ლელოს" მხარდამჭერია.

შეგახსენებთ, ბაკურიანში "ქართული ოცნების" დეპუტატ ანრი ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.პარლამენტის წევრი, ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში, ოჯახთან ერთად ვახშმობდა, სადაც როაქიძემ მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს. რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.