15 იან 2020 12:02 670

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა - არიან დაშავებულები

 

 

ბათუმში, პუშკინის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. კაბინაში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, ამბულატორიული მომსახურება მხოლოდ ლიფტში მყოფ დედა-შვილს დასჭირდა. მათ გარეგნული დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ისინი კლინიკაში რჩებიან.

გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლიფტი მე-13 სართულიდან ეშვებოდა ქვემოთ და მე-11 სართულიდან ჩავარდა. ამ კორპუსის მაცხოვრებლის თქმით, ეს სატვირთო ლიფტი იყო, თუმცა, მას სამგზავროდ იყენებდნენ. კორპუსი ამ დროისთვის მერიას ჩაბარებული არ აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.