15 იან 2020 12:42 792
ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე ამ საღამოს ქალაქის ცენტრში სუპერმარკეტ " მოდერნის" დაყაჩაღების ფაქტს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:
"სანამ გურიის პოლიცია სრული შემადგენლობით იმ უმაქნის ვითომ პრეზიდენტს დასდევს და ჩვენ გვითვალთვალებს კრიმინალი გურიაში თავს არნახულად გრძნობს, ამაზე უკეთეს დროსაც ვერ ინატრებდნენ სანამ პოლიცია იმით იყო დაკავებული ვითომ პრეზიდენტს ასი მეტრის რადიუსში არ გავკარებოდით ქალაქის შუა გულში დამნაშავეებმა სუპერმარკეტი დააყაჩაღა.
#გიორგიშარაშენიძე პოლიციის მთელი შემადგენლობა ჩვენზე რომ იყო მომაგრებული და უკანონოდ არ გვაძლევდა გადაადგილების საშუალებას გაგაფრთხილე მე შენ პრევენციის მიზნით ერთი ეკიპაჟი მაინც გაგეშვათ უპატრონოდ მიტოვებულ ქალაქში, სადმე დანაშაული არ მომხდარიყო.
ასეთ დროს ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე -"ასე აგიხდეს ყველაფერი კაიო"- წერს მჟავანაძე.