15 იან 2020 13:40 593

"ლოდინი - რუსეთი რას დათმობს ოდესმე - ფუჭია და ეს პოზიცია საზიანოა!

 

დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია, სოციალურ ქსელში, წერს:

 

"აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღება და სიღრმისეული ანალიზი ჭირდება.
გარდა იმ უდაო ფაქტისა , რომ ეს მოვლენები საქართველოს ტერიტორიაზე ხდება და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილზე , რაც ზრდის ამ მოვლენებისადმი ინტერესს და ემოციასაც, ეს ეხება სახელმწიფო მნიშვნელობის მოვლენას, ეხება უსაფრთხოების და ქვეყნის მომავალ კონსტიტუციურ საკითხებს.
მაოცებს ხელისუფლების ინდიფერენტული და ზედაპირული პოზიცია და ცარიელი განცხადებები.
არანაირი მსჯელობა, არანაური ანალიზი.... არც რაიმე ფორმატების გამოყენება ....არც მსჯელობა...

თითქოს სადღაც სხვაგან ხდება ეს ყველაფერი...
საჭიროა მოიძებნოს გზები აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის!
დიალოგს არა აქვს ალტერნატივა!
დიალოგი არის საჭირო მუდმივად აფხაზ თანამოძმეებთან მაშინაც კი როცა უიმედოდ გეჩვენება. უნდა იყოს ყველა სამოქალაქო და სოციალური ინსტრუმენტი გამოყენებული ყველა ფორმატში და რაც შეიძლება მეტი რათა დაიძრას ყინული...( არ არის შედეგის მომტანი მხოლოდ ჟენევის ფორმატი და წლებია ამას ვხედავთ)
მშვიდობიან გზებს და მცდელობას ეძებო გამოსავალი -მოაქვს შედეგი.
ეს მცდელობა არ ჩანს და ეს მაწუხებს.
პროცესების უფრო სიღრმისეულად განსჯა და დანახვა აქ ვის რა როლი შეუძლია იტვირთოს ურთიერთობის დათბობისთვის - აუცილებელია!

ლოდინი - რუსეთი რას დათმობს ოდესმე - ფუჭია და ეს პოზიცია საზიანოა!
ჩვენვე უნდა მივხედოთ ჩვენსავე პრობლემებს და ნუ მივანდობთ მომავალს ყველაზე მტკივნეულ თემას- ტერიტორიულ მთლიანობას.

თავისთავად არაფერი ხდება თუ მცდელობა არ გვექნება შევცვალოთ ეს მოცემულობა!
მოცემულობა -რომელიც უსამართლოა!"