15 იან 2020 14:01 801

"ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა" - რა მოხდა ევროპარლამენტის წინ?

 

 

სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინ 39 წლის ალბანელმა თავის დაწვა სცადა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა DNA ავრცელებს

იმ დროს ევროპარლამენტის წინ გვინეელები საპროტესტო აქციას მართავდნენ. აქტივისტები სფიჩს უსმენდნენ, როდესაც ორატორმა საუბრისას „უსამართლობა“ ახსენა, 39 წლის ალბანელმა მისი სიტყვები გაიმეორა, ბენზინი გადაისხა და სანთებლის გამოყენებით ცეცხლი წაიკიდა, ცეცხლი ტანსაცმელს მოედო...

გვინეელები მაშინვე მივიდნენ მასთან დასახმარებლად და გადაარჩინეს.

სახის და ხელების დამწვრობით კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, ამ ინციდენტამდე ალბანელს საფრანგეთმა თავშესაფარზე უარი უთხრა და მას ქვეყანა უნდა დაეტოვებინა.