15 იან 2020 14:05 537

ვადასტურებ, ვახტანგ რობაქიძე გაწევრიანებულია "ლელოში" - ვგმობთ ძალადობას!

 

 

პარტია "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე  "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ანრი ოხანაშვილის ცემის ფაქტს გამოეხმაურა: 

 

"ვადასტურებ, ვახტანგ რობაქიძე არის გაწევრიანებული "ლელოში". აქვე მინდა განვაცხადო, ჩემი და ჩვენი მთელი პარტიის  პოზიცია, რომ სრულიად ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას და არაკანონიერ ქმედებას, თუმცა ჩვენთვის ცნობილი არ არის დეტალები რაც მოხდა. ჩვენი იურისტები გაერკვევიან და დღის ბლოსთვის გვექნება სრული ინფორმაცია. აქვე მინდა გითხრათ, რომ 2012 წლიდან 2017 წლამდე, რობაქიძე იყო "ქართული ოცნების" წევრი და ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი. ჩვენ არ ვიცით რის გამო მოხდა მათ შორის, ანუ ყოფილ პარტიელებს შორის დაპირისპირება. მიუხედავად იმისა ჩვენ ნებისმიერ ძალადობას ვგმობთ", - განაცხადა ხაზარაძემ.