15 იან 2020 14:10 525
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ვახტანგ რობაქიძის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს, 15 იანვარს იმსჯელა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა. დეპუტატ ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფაში ბრალდებულს სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა. ათვლა დაკავებიდან, ანუ 14 იანვრის 19:47 წუთიდან დაიწყო.
ბრალდების მხარე ხუთდღიან პატიმრობას ითხოვდა, თავად რობაქიძემ კი განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, წამლებზეა დამოკიდებული და გირაოს შეფარდება მოითხოვა. მას ადვოკატი არ ჰყავდა. როგორც სხდომაზე განმარტა, არც საქმეს გაცნობია და სასამართლომდე არც ოქმი გადასცემია, რომლის მიხედვითაც, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს და არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას.