15 იან 2020 14:19 697

რას აჭმევდნენ ჯარისკაცებს? - რა "აღმოაჩინა" თავდაცვის სამინისტრომ 2019 წლის ბოლოს?

 

 

თავდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელმა სამსახურმა-  შ.პ.ს. სახელმწიფო კვების კომპანიამ საქონლის გაყინული ხორცის მომწოდებელი კომპანია 2019 წლის ბოლოს ყველა მოწოდებულ პარტიაზე დააჯარიმა. საკითხთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.

"თავდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი სამსახურის მიერ სსიპ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაგზავნილ იქნა სხვადასხვა ობიექტებიდან ამოღებული გაყინული საქონლის ხორცის ნიმუშები.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, 2019 წლის 31 დეკემბრამდე თავდაცვის ძალების ხორცით მომმარაგებელი კომპანია (შ.პ.ს. საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“) ტენდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, ყველა შემოტანილ პარტიაზე (3-ჯერ) დაჯარიმდა და პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა, რომლის ჯამურმა ოდენობამ - 124 950 ლარი შეადგინა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

თავდაცვის სამინისტრო არ აცხადებს, კერძოდ რა იქნა აღმოჩენილი პროდუქტში, მაგრამ, რაკი მიმწოდებელმა, პირველი და მეორე ჯარიმის შემდეგადაც იგივე პროდუქტი შეიტანა ჯარისკაცებთან - ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მთელი წლის მანძილზე, ამ პროდუქტით მარაგდებოდა სამინისტრო.

უწყება არც იმაზე საუბრობს, რამდენ ხანში მიიღეს ექსპერტიზი პასუხი და რა უყვეს უვარგის პროდუქტს, გააჩერეს ექსპერტიზის პასუხის მოსვლამდე, გადაყარეს, აჭამეს ჩვენს ძმებს, მამებსა და შვილებს?

და ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი, რა დაავადებათა პრევენციისთვის უნდა ვუმკურნალოთ ახლა ჯარისკაცებს, როცა გამოვლინდა, რომ უვარგისი პროკუქტით ვკვებავდით?

 

ალია