15 იან 2020 14:43 1261
პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეორედ დაიკავოს.
“ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სხვა ალტერნატივა აღარ გააჩნია. ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერება რეალურია“, - ამის შესახებ “2020NEWS” -თან იურისტმა ლია მუხაშავრიამ განაცხადა:
“ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერება მოულოდნელი არ იქნება, მითუმეტეს, ამ საარჩევნო წელს. გავიხსენოთ, “ქართული ოცნების“ ლიდერი საპრეზიდენტო კამპანიაში რა ფორმით მონაწილეობდა. საარჩევნო ბანერზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, ივანიშვილის სურათი იყო გამოკრული.
სულ არ გამიკვირდება, რომ არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ უფრო მეტად გაგვაოცოს. ივანიშვილს საკუთარი ბიზნესისა და ხელისუფლების სათავეში ყოფნა ძალიან სჭირდება, სხვაგვარად მას ქონებას საფრთხე დაემუქრება ..
იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილს დასჭირდება, თანამდებობიდან გიორგი გახარიას ჯერ მოიცილებს და შემდეგ ხელს შეაწმინდავს.
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, როცა მან გიორგი გახარია დააწინაურა, იფიქრა, ამ ნაბიჯით ხალხს წელში გადავტეხავ და ჩემს უპირატესობას დავამტკიცებო. ივანიშვილს დაავიწყდა, რომ ქართველ ხალხი ასეთი სახის ქმედებებს მარტივად არ ატარებს“
2020news