15 იან 2020 14:47 765
მმართველი პარტიის დეპუტატი რევაზ არველაძე ითხოვს, “ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს. აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა ”2020NEWS”-თან განაცხადა:
“ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ეს ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს. პარტიის ლიდერობა ერთია, მაგრამ ქვეყნის ლიდერობა მეორე.
ლაპარაკია, რომ გუნდის წევრები ყველაფერს მას უთანხმებენ, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ხომ წარმოგიდგენიათ, შეთანხმებებში რამდენი დრო იკარგება.
ბიძინა ივანიშვილი თავად არის პირველი პირი. ის ისეთ განკარგულებებს იძლევა, რომლებიც ქვეყნის წინსვლას უწყობს ხელს, ამიტომ ვფიქრობ, რომ მისი გაპრემიერება ძალიან კარგი იქნება.
ბატონ ბიძინას მთარობის სათავეში ჩადგომა რამდენჯერმე ვთხოვე. მან მაშინ მიპასუხა - არაო. ახლა როგორია მისი პოზიცია, ნამდვილად არ ვიცი“