15 იან 2020 14:57 552
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, მიხეილ კალანდიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, მსჯავდებულ გიორგი ჯანაშიას დაკითხავენ.
პროცესს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც ესწრება.
ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
შეგახსენებთ, 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, დაუდგენელ პირთან ერთად.
ამ გადაწყვეტილებით მას ბრალი გადაუკვალიფიცირდა. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა აროშიძემ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშვედ, დავით სარალიძის საქმეზე კი გამოაცხადა, რომ გიორგი ჯანაშია დამნაშავე იყო არა მკვლელობის, არამედ მკვლელობის მცდელობისთვის.