15 იან 2020 15:14 800
საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ საქართველოს საპატრიარქოს სასამართლოში უჩივლა. საქმე ეხება სოფელ ქვემოჭალაში მდებარე ამილახვრების ისტორიულ სასახლეს, რომელიც კუხიანიძის საკუთრებაა, თუმცა საპატრიარქოსთან სასამართლო დავის საფუძველი იქვე არსებული ტაძარია, რომელიც, კონკორდატის თანახმად, მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებას წარმოადგენს.
კუხიანიძემ გორის რაიონულ სასამართლოში საპატრიარქოს უჩივლა და ტაძრის საკუთრებაში გადაფორმება მოითხოვა. სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ტაძრის ყოფილი სამრეკლო კუხიანიძეს მიაკუთნა, სადაც ის ბიზნესის მოწყობას გეგმავს.
პრაიმტაიმი
"ალია" არკვევს დეტალებს და მოგვიანებით ვრცელ მასალას შემოგთავაზებთ.