15 იან 2020 15:28 1112

"შეიძლება კონფლიქტი მსოფლიო ომში გადაიზარდოს - რუსეთი თავს გრძნობს უსაფრთხოდ"

 

 

ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს აფრთხილებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი რეგიონალური კონფლიქტი შესაძლოა, მსოფლიო ომში გადაიზარდოს.

მოსკოვში რუსეთის ფედერალური ასამბლეისთვის მიმართვის დროს პუტინმა განაცხადა, რომ აუცილებელია სერიოზული მოლაპარაკებები საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. მისი თქმით, განსაკუთრებით 5 წამყვან ატომურ სახელმწიფოს გააჩნია პასუხისმგებლობა სიტუაციის განვითარებასთან დაკავშირებით კაცობრიობის წინაშე.

„რეგიონალური კონფლიქტი შესაძლოა სწრაფად გადაიქცეს მსოფლიო წესრისიგა და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხედ. აუცილებელია საუბარი სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე მსოფლიო წესრიგთან დაკავშირებით“ ,- განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი თავს გრძნობს უსაფრთხოდ და მას გააჩნია ისეთი იარაღი, რომელსაც არავინ ფლობს დედამიწაზე, თუმცა უნდა გააგრძელოს განვითარების ტემპები.