15 იან 2020 15:31 600

შსს-ს ვერ ადგენს საიდან ჰქონდა დავით გარეჯში დაკავებულს ხელყუმბარა

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, დავით გარეჯში, მესაზღვრის მძევლად აყვანის მცდელობისათვის დაკავებული პირის საცხოვრებელ სახლში, ჩხრეკა ჩატარდა.

გიორგი იჩუკაიძის მამის ინფორმაციით, სამართალდამცავები სახლში იარაღს ეძებდნენ.

„უმთავრესად, დედასთან ცხოვრობს, მაგრამ ეს სახლიც გაჩხრიკეს. ძირითადად, იარაღს ეძებდნენ, თუმცა, სახლში ვერაფერს მიაგნეს. იარაღი ჰქონდა, მაგრამ ამ წუთამდე ვერ ვერკვევი, საიდან აღმოაჩნდა ხელყუმბარა“,- განაცხადა რუბენ იჩუკაიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ დავით გარეჯში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გიორგი იჩუკაიძემ, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ჰქონდა, ქართველი მესაზღვრე მძევლად აიყვანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236- ე და 144- ე მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულ პირს, ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.