15 იან 2020 15:38 590
ურთულესი პირობების მიუხედავად, ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი მაინც დაიწყო. ხანძრის გამო ჰაერის ხარისხი უკიდურესად გაუარესებულია, მაგრამ წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის პირველი თამაშები მაინც არ გადაიდო.
თუმცა ჩოგბურთელებს არამარტო თამაში, არამედ სუნთქვაც კი უჭირთ - მაგალითად, სლოვენიელმა დალილა იაკუპოვიჩმა შვეიცარიელ შტეფანი ფიოგელესთან მატჩი სწორედ სუნთქვის პრობლემების გამო შეწყვიტა, არადა პირველი სეტი მოგებული ჰქონდა (6:4) და მეორე სეტს 5:6-ს აგებდა. სანამ თამაშს შეწყვეტდა, სლოვენიელს ხველება აუტყდა და ფეხზე დგომა უჭირდა.
„მართლაც ძალიან ცუდად გავხდი. ასეთი რამ არასდროს მომსვლია და სერიოზულად შემეშინდა. მეშინოდა, რომ გონებას დავკარგავდი. ვეღარ დავრბოდი“,- განაცხადა იაკუპოვიჩმა.