15 იან 2020 15:44 825

"ჩცდ"-ს მონატრებული მსახიობები ჩხუბის სცენას დგამენ

 

„კომედი ჯგუფის“ მსახიობი „ჩცდ“-ს ლუნა, ქეთი ხუციშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ცეკვავს, ოთახში შემოსული შოთა ნოზაძე - „თენგო“ კი მოულოდნელად თავს ესხმის. ვიდეო დადგმულს გავს, თუმცა ქეთი არაფერს ამხელს. 

ქეთი ხუციშვილი: - რეპეტიცია მქონდა, ვცეკვავდი და შოთა შემომეჭრა. არც სცენის ნაწილია, არც სკეტჩის სხვა რაღაცაა. ვცეკვავდი, ვმაიმუნობდი და „მცემა“. შოთასგან ყველაფერს ვიტან, „ძმა“ არის და აბა, რა ვქნა? გაბრაზება იცის ხოლმე შოთიკომ.

- თენგოსი რა აქვს შოთას?

- აბსოლუტურად არაფერი.

- არც სიფიცხე?

- არა, იცით, რა კარგი ბიჭია? საერთოდ განსხვავებულია თენგოსგან, არადა, ერთი-ერთში ჰგონიათ შოთა და თენგო. საერთოდ სულ სხვა ადამიანია. 

- „ჩცდ“ არ გენატრებათ?

ჩემი „პოპულარობა“ სერიალიდან მოდის და ნოსტალგია მაქვს, მაგრამ არაფერს ვნანობ. კარგად მოვერგე „კომედი ჯგუფს“ და ყველანაირად კარგად ვარ აქ.