15 იან 2020 15:49 982

რეიტინგი თუ მეგობრობა? - სულაბერიძე და ნიჟარაძე რეიტინგისთვის კინკლაობენ

ნოე სულაბერიძემ “ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცხრე სეზონის ფინალის რეიტინგი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ტელეპროექტმა წლების რეკორდი მოხსნა.

“არ მჩვევია, ეს ერთი მაპატიეთ  წლების რეკორდი მოიხსნა უბრალოდ p.s. ყველას მადლობა მოლოცვისთვის და გამეტებული კეთილი სიტყვებისთვის”- წერს ნოე სულაბერიძე.

მის ამ პოსტს გამოეხმაურა მომღერალი და “მხოლოდ ქართულის” ჟიურის წევრი, სოფო ნიჟარაძე და სხვა რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ “მხოლოდ ქართულს” და “ცეკვავენ ვარსკვლავებს” დაახლოებით იდენტური რეიტინგები ჰქონდათ.

“ხომ იცი როგორც მიყვარხარ და შენი წარმატება მიხარია, მაგრამ რეალური რეიტინგი გამოიყურება ასე მეტს აღარ ვაგრძელებ, შენთან მეგობრობა ყველა რეიტინგს მირჩევნია”- წერს სოფო ნიჟარაძე კომენტარს.