15 იან 2020 15:54 799
თბილისის საქალაქო სასამართლოში “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის პროცესი მიმდინარეობს.
პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ავთანდილ წერეთელსა და “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს შორის თაღლითური გარიგება არსებობდა.
“ზუსტად ავთანდილ წერეთლის დავალებით მოხდა “თიბისი ბანკიდან” აღნიშნული თანხების მიღება და გადასესხება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე. რაც შეეხება მესამე მოწმეს, ეს იქნება “თიბისი ბანკის” წარმომადგენელი, რომელმაც იმ პერიოდში ეს სესხები გასცა. აღნიშნული მოწმე ისაუბრებს სესხის გაცემის დეტალებზე და მისი ჩვენებით დადასტურდება, რომ ბანკმა არ იცოდა, რომ ეს სესხები რეალურად სხვა პირებზე უნდა გადასესხებულიყო ”