15 იან 2020 15:56 666
ავთანდილ წერეთლის ადვოკატის კახა წერეთლის განმარტებით კი, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დადასტურდება, რომ სესხი რეალური იყო.
“კვლავ ვიმეორებ და ყოველდღე მიწევს ამის გამეორება, ამ დარბაზში საუბარია ფულის გათეთრებაზე, უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში. დღეს ფულის გათეთრებაზე არანაირი საუბარი არ იქნება. ჩვენთვის წინასწარ ცნობილია მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, დღეს დადასტურდება, რომ სესხი რეალური იყო და მოტყუებას ადგილი არ ჰქონია,” – აღნიშნა ადვოკატმა.
სასამართლო სხდომაზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ. ამჯერად სხდომაზე “თიბისი ბანკის” თანამშრომელს, “სამგორი ემის” და “სამგორი თრეიდის” დირექტორებს მოუსმენენ, რომლებიც სესხის მიღების გარემოებებზე ისაუბრებენ.
ავთანდილ წერეთელს პროკურატურა “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებისთვის, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.