15 იან 2020 16:08 643

პუტინი თავისი კანდიდატების დამტკიცების უფლებას დუმას მისცემს

 

 

 

 

ფედერაციული კრების წინაშე გამოსვლისას ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო დუმისთვის პრემიერმინისტრის კანდიდატურის დამტკიცების უფლების გადაცემის ინიციატივით გამოვიდა.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტის შეთავაზებაა, რომ პარლამენტმა მთავრობის მეთაურის მიერ წარდგენილი ყველა ვიცეპრემიერი და ფედერალური მინისტრი დაამტკიცოს.

პუტინის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, რომელიც ამჟამად მთავრობის შემადგენლობას ამტკიცებს, პარლამენტთან შეთანხმებული კანდიდატების უარყოფის უფლება აღარ ექნება.

ამავდროულად, კრემლის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ პრემიერმინისტრის, მისი მოადგილეებისა და სხვა მინისტრების გადაყენების უფლება პრეზიდენტს უნდა დარჩეს იმ შემთხვევაში, თუ მათი ნდობა ეჭქვეშ დადგება ან თავიანთ მოვალეობას სათანადოდ არ შეასრულებენ.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა უნდა შეინარჩუნოს შეიარაღებული ძალებისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობის უფლება.

მიმართვისას პუტინმა ასევე განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები საყოველთაო კენჭისყრის შემდეგ უნდა შევიდეს. მისი განმარტებით, შეთავაზებული ცვლილებები შეიძლება პარლამენტმა მიიღოს, თუმცა მაინც მიიჩნევს, რომ რეფერენდუმის ჩატარება აუცილებელია.

გარდა ამისა, პუტინმა განაცხადა, რომ შეიძლება ცვლილება შევიდეს კონსტიტუციაში ზედიზედ 2 ვადით პრეზიდენტობის შესახებ და გამოვიდა ინიციატივით, რომ კანონში კანდიდატის ერთ-ერთ მოთხოვნად რუსეთში არნაკლებ 25 წელი ცხოვრება იყოს მითითებული.