15 იან 2020 16:14 846
"მთავარი არხის" მეწილეს დე-ენ-ემი-ს ნიმუში აუღეს.გამომძიებელი კახაბერ მურადაშვილი აცხადებს, რომ გლდანის ციხეში, გიორგი რურუასთვის დნმ-ის აღება ნებაყოფლობით მოხდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დნმ-ის ნიმუში სასამართლოს განჩინების საფუძველზე აიღეს.
„ნიმუში გაიგზავნება საექსპერტო ბიუროში და შედარდება მისი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე არსებულ დნმ-ის ნიმუშზე. ამ შემთხვევაში, სასამართლო განჩინება შეასრულა გიორგი რურუამ და მისგან ნებაყოფლობით მოხდა ნიმუშის აღება. რაც შეეხება ჩხრეკას, ჩხრეკა ჩატარდა კანონის სრული დაცვით. ჩატარდა მისი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა მაშინ, როცა მოხდა მისი დაკავება და ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, რაც ვარგისია სროლისათვის“, - განაცხადა გამომძიებელმა.
მისივე ინფორმაციით სასამართლომ განჩინება გიორგი რურუასთვის დნმ-ის აღებასთან დაკავშირებით, გუშინ გამოსცა.
როგორც გამომძიებელმა განმარტა, თუ რურუა ნებაყოფლობით არ დათანხმდებოდა დნმ-ის ნიმუშის აღებაზე, გამომძიებლებს განჩინების შესაბამისად, „პროპორციული ძალის გამოყენებით მოუწევდათ ამის გაკეთება“.
გიორგი რურუა სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გამომძიებელია არ აკონკრეტებს, რამდენი ბადრაგის ძალა გამოიყენეს პროპორციულად, გიორგი რურუას წინააღმდეგ, დნმ-ის ასაღებად.
მართალია, ვრცელდება ინფორმაცია რომ 15 სამართალდამცველი იყო მობილიზებული რურუასთვის დნმ-ის ასაღებად, მაგრამ, ამ ინფორმაციას ვამოწმებთ.
კითხვა, რას ნიშნავს - პროპორციული - ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.
რაც მთავარია - ჩვენ რურუას დნმ-ი გვაქვს.