15 იან 2020 16:21 754
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებით, ბაკურიანში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა:
"რაზეც არის ვახტანგ რობაქიძე დაკავებული, ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა. როგორც მაცნობეს, სისხლის სამართლის კუთხით, ცალკე მიდის გამოძიება, იქ თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, შესაბამისი რეაგირება იქნება. ასეთი შემთხვევები რეაგირების გარეშე არასდროს უნდა დარჩეს, რომ ვერც მორალურად და ვერც კანონის წინაშე ვერავინ გაბედოს მსგავსი მარაზმატიკული ქმედებების ჩადენა. 2,4 და 6 წლის ბავშვებთან როცა არის ადამიანი, არასდროს მოსისხლე მტერიც კი არ იფიქრებდა, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა
დაკავებული 2014 წლამდე „ქართული ოცნების“ რიგებში ირიცხებოდა, თუმცა, პირადი კვეთა ანრი ოხანაშვილთან არასდროს ჰქონია.
მე წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ეს ადამიანი. ზესტაფონში იყო 2014-ში, ახალგაზრდულში, შემდეგ რაღაც სხვა წარმოდგენები ჰქონდა პოლიტიკაზეც და დაძაბულობაც ჰქონდა ჩვენს წევრებთან და ამის შემდეგ ის “ქართულ ოცნებაში”, როგორც მითხრეს, აღარ იყო. აღარ აქვს ამას მნიშვნელობა, როცა ასეთ ქმედებაზე მიდის ადამიანი. დღეს ის არის „ლელოს“ წარმომადგენელი და ვხედავთ, გამოდიან „ლელოს“ ხელმძღვანელები, მათ შორის მამუკა ხაზარაძე და იძახის, „ქართული ოცნების“ წევრი იყო და ეტყობა რაღაც პირადი კვეთა ჰქონდათო. ანრი ოხანაშვილს არანაირი პირადი კვეთა არ ჰქონია. უბრალოდ, პიროვნული გაღიზიანების, სიმთვრალის და იმის გამო, რომ „ლელოს“ წევრია და რაღაც ჰგონია თავი, მიაყენა მცირეწლოვან ბავშვებს მძიმე შეურაცხყოფა და დაემუქრა 2,4 და 6 წლის ბავშვებს"