15 იან 2020 16:24 621

"ერთ-ერთ შვილს ფსიქოლოგის დახმარებაც სჭირდება, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია"

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ანრი ოხანაშვილთან განაცხადა, რომ მას ქონდა კომუნიკაცია ოხანაშვილთან და ერთ-ერთ შვილს ფსიქოლოგის დახმარებაც კი სჭირდება, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია:

 

 

“მოსისხლე მტრები რომ ხვდებიან ერთმანეთს, საქართველოში ასე ხდება, თუ ცოლ-შვილთან ერთად არის ადამიანი, არ ერჩიან და ამაზე ლაპარაკიც კი არ ხდებოდა ხოლმე და ამ შემთხვევაში დანაშაულის გაუგონარი მოქმედებაა, რომ 2, 4 და 6 წლის ბავშვებთან ერთად, მის მამას აყენებ მძიმე შეურაცხყოფას და ამ ბავშვებს ემუქრები. მე მქონდა კომუნიკაცია რამდენჯერმე და ერთ-ერთ მათგანს ფსიქოლოგის დახმარებაც კი სჭირდება, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ერთ-ერთი ბავშვი. წარმოიდგინეთ, რომ ამ დანაშაულზე თუ უდანაშაულობაზე უნდა ვილაპარაკოთ ერთი კვირის განმავლობაში. გაუგონარი სისასტიკეა და გაუგონარი დანაშაული."