15 იან 2020 16:34 605
ცნობილი სწრაფი კვების რესტორანის Burger King-ის არგენტინისა და ამერიკის ფილიალები პრინც ჰარის სამსახურს სთავაზობენ.
“თუ სამსახურს ეძებთ, თქვენთვის “ახალი გვირგვინი” გვაქვს.”
“ჰარი, ეს სამეფო ოჯახი ნახევარ განაკვეთზე გთავაზობს სამსახურს”, – წერია Burger King-ის ტვიტერის გვერდზე.
8 იანვარს სასექსის ჰერცოგინიამ და პრინცმა ჰარიმ განცხადება გაავრცელეს, რომ ისინი უარს ამბობენ სამეფო ტიტულებზე და დროის გატარებას დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავენ. მათ ასევე თქვეს, რომ მუშაობენ, რათა გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებლები.
წყვილის ამ გადაწყვეტილებას დიდი ბრიტანეთის დედოფლი, ელიზაბეტ მეორეც გამოეხმაურა და თქვა, რომ სამეფო ოჯახი მიესალმება ჰარისა და მეგან არკლის გადაწყვეტილებას.