15 იან 2020 16:51 837
ეს მოხსენება შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის არჩევნებამდე ბოლო მოხსენება და შეიძლება ვუწოდოთ მას შავი გვირგვინი "ქართული ოცნების" სასაფლაოზე, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს Human Rights Watch-ის ანგარიშთან დაკავშირებით განუცხადა.
"დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით "ქართული ოცნების" საქმიანობა დამარხულია. ყველა ის პრობლემა რაც არის ქვეყანაში: სამართალდამცავი სტრუქტურების გამოყენება პოლიტიკური მიზნით, უკანონობა, ძალადობა, პოლიტიკური დევნა, მათ შორის, ნიკა მელიასთან დაკავშირებული საქმეები და იქ ნახსენებია, თუ როგორ უკანონოდ არის შინაპატიმრობა მისთვის მისჯილი და სამაჯურიც კი არის ნახსენები, ასევე არაერთი სხვა მოვლენა, რაც საქართველოშიც იქნა არაერთხელ გაკრიტიკებული. ხელისუფლების იმიჯი ამ მოხსენებით უკიდურესად დაზიანდა, რაც სამწუხაროდ, გავლენას ახდენს ასევე საინვესტიციო კლიმატზე, ეკონომიკაზე და ზოგადად ქვეყანაზე საერთაშორისო წარმოდგენის კუთხით, ეს არ არის მხოლოდ "ქართული ოცნების" დამაზიანებელი, ეს აზიანებს ქვეყანას და რაც უფრო მალე წავა „ქართული ოცნება“ და რაც არ იქნება მსგავსი დასკვნები, მით მეტად განვითარდება ქვეყანა"