15 იან 2020 16:55 880

"ორივე ფილტვის ანთება აქვს - არ დააწვინეს, არც წამალი დაუნიშნეს - სოც. დაუცველია!"

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი, სახელით „არსო ევა“, „ფეისბუქის“ საჯარო ჯგუში „სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფი“ წერს:

„ხალხო გაოგნებული ვარ, აი შოკიდან კიდე ვერ გამოვედი ასეთი უპასუხისმგებლო როგორ უნდა იყო ექიმი ვერ ვხვდები. მეზობლის გოგო გაგვიხდა ცუდად, ჰაერის უკმარისობა და მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, გამოვიძახეთ სასწრაფო. 1 საათზე მეტხანს ველოდეთ არ მოვიდა იძულებულები გავხდით წაგვეყვანა მანქანით, რუსთავში კერძოდ აზოტის საავადმყოფოში მივიყვანეთ.. გასინჯეს ანალიზები აუღეს რენტგენი გადაუღეს და უთხრეს რომ ჰქონია ორივე ფილტვის ანთება, ბრონხების ანთება და +ამას შხამიანი ჩიყვი, ბეწვზე ხარ გადარჩენილი გაგუდვასო, 2 საათში გოგო გამოუშვეს უკან იმის გამო რომ იყო სოციალურად დაუცველი და არ უწევდა თანხის გადახდა, ამასთანავე არც დანიშნულება მისცეს რომ ემკურნალა, ალერგიულია და ყველანაირ ანტობოიტიკს ვერ სვავს..

აი შოკში ვარ ვერ ვხვდები რა უნდა გავაკეთო ამ დროს, დღეს იგივე დაემართა სუნთქვა შეეკრა ვერ სუნთქავდა ითიშებოდა ისევ სასწრაფო და ისევ 1 საათიანი ლოდინი დღეს სამწუხაროდ მანქანა აღარ იყო აქ.. რა ვქნა ვის მივმართო ექიმის უპასუხისმგებლობისთვის?“

წყარო: მარშალპრესი