16 იან 2020 18:57 2078
როგორც უკვე მოგიყევით, სახელმწიფო მინისტრი ციხელაშვილი ორივე პიარმა ერთ დღეს, ახალი წლის დღეებში დატოვა.
ეს არ არის პირველი თანამშრომელი, რომელიც სამინისტროდან მიდის.
მანამდე წავიდა კიდევ რამდენი პიარი, სამსახური დატოვა მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემაც.
როგორც "ალიას" წყარო ექსკლუზიურად უყვება, ამჟამინდელი პიარის წასვლის მიზეზი იყო კონფლიქტი მინისტრთან:
"ციხელაშვილს, ამჯერადაც დაუჯერებელი პრეტენზია ჰქონდა პიარისთვის - ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისას, კამერებთან კარგად და დიდხანს უნდა გამოვჩენილიყავი!
ოჯახში სულ ორჯერ იყო მისული, ე.წ. გამშვებ პუნქტთან დახვედრა ინაშვილმა მოასწრო, საერთოდ არ გამოჩენილა ე.წ. საზღვართან, ატოცში არ ჩასულა, ხურვალეთში არ ჩასულა - სად უნდა გამოეჩინათ?
როგორ უნდა გამოეჩინათ?
ციხელაშვილს სურდა, გათავისუფლებულ გაფრინდაშვილს კამერების წინ დაეყენებია და გვერდიდან არ მოეშორებია!
წინა პიარს, რომელთანაც დიდი ხნის მეგობრობა ჰქონდა, სთხოვდა, ზაქარეიშვილი დააბლოკვინე ტელევიზიებს, აღარ მიიწვიონ, არ მინდა ეკრანებზე ვხედავდეო! - ამის გამო წავიდა წინა პიარი.
დასდევს სოციალურ ქსელში კომენტარებს, თუ ნახავს, რომ რომელიმე ცუდი კომენტარის ავტორი საჯარო სამსახურში მუშაობას, ურეკავს, ან კომენტარის ავტორს, ან მის უფროსს და პიარსაც იგივეს გაკეთებას აიძულებს." - გვიყვება წყარო
იგივე წყაროს ინფორმაციით, "ერთადერთი ვისაც ციხელაშვილი ვერ ეხება და არ ეხება, მისი მოადგილე, ბადრი ნანეტაშვილია, რომელიც სამსახურში მისვლასაც არ კადრულობს."
ეჰ, ამ სტატიის მერეც დაერევა ნეტავი თანამშრომლებს, რომელმა დამაბეზღეთო?
არ შველის კომენტარების, სტატიების დევნა და თანამშრომლებთან ჩხუბი საქმეს, ქალბატონო მინისტრო!
ალია