04 იან 2020 16:30 480

"უნდა დაველოდოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას" - მამა ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზის შეწყალებაზე

 

 

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალებაზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს.

მისივე ინფორმაციით, საპატრიარქომ დეკანოზის შესაწყალებასთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი გააკეთა.

"საპატრიარქოს მიერ მრავალი შუამდგომლობის დაყენების შემდეგ, დაკმაყოფილებული არის მხოლოდ 5%, ეს ფორმატი აქვს საპატრიარქოს, რომ შუამდგომლობა დააყენოს, ამის იქით სხვა ფორმატი არ გვაქვს, უნდა დაველოდოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ეკლესიას ნუ განვიხილავთ როგორც მხოლოდ საზოგადოებრივი ინსტიტუცია, რომელსაც მერე კიდევ შეუძლია პროტესტები მოაწყოს და კარვები გაშალოს, მსგავსი რამ არ იქნება, ჩვენ მივმართეთ და ეს შეგვეძლო მხოლოდ, გაგვეკეთებინა" - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.