05 იან 2020 01:54 1412
გარემოვაჭრეების ნაწილმა დღეს მერიასთან აქცია გამართა, თუმცა, შეთანხმება მაინც არ იქნა მიღწეული.
რას ითხოვენ გარემოვაჭრეები?
მათი პოვნა "ალიას" არ გასჭირვებია, ისინი რუსთაველზე ქუჩაში არიან მიმოფანტული, ჩანთებით გადაადგილდებიან!
ჩვენ 25 რიცხვში გვითხრეს, რომ შევძლებდით რესპუბლიკის მოედანზე დადგომას, წავედით და პროდუქცია ავიღეთ ნისიად, ახლა დაგვრჩა ეს პროდუქცია და ვალი. კარგი ამ ბუშტებით დავდივართ ქუჩებში და ქურდებივით ვყიდით, მაგრამ საახალწლო ქუდები, სათვალეები, სათამაშოები ავიღეთ!
25 - დან 31 - მდე გაგვაჩერეს რესპუბლიკის მოედანზე, მერე 31 ში თქვეს, ჩვენ 30 ში მაჩალიკაშვილს ველაპარაკეთო და ახალ წელს კარვები აიღეს, იტირა კაცმა, ცრემლით იტირა!
ტერორისტები არიანო იძახიან, ტერორისტი თუა დაუმტკიცე, ვერც უმტკიცებ და მისი მკვდარი მკვდარი არაა?
ახლა ვინც მთავრობაშია, ეგენი ხო იყვნენ ოპოზიციაში? იმ დორბლიან მიშას რო ეთქვა, გვირგვლიანის დედა ადგეს და მაგ ადგილას საახალწლო ბაზარს მოვაწყობო, რას იზამდნენ?
გიჟი იყო მიშა და ჯარიმებიც ჰქონდა და რას შვრებოდა ვხედავდით, მაგრამ იმასაც არ მოსვლია თავში აზრად, პირველ იანვარს ხალხისთვის მუშაობის და ორი კაპიკის გაკეთება აეკრძალოს, ხალხი გაეყაროს და დაეჯარიმებიოს.
რამდენიმე ადამიანი დაგვაჯარიმეს 50 ლარით და ზედამხედველობის ბიჭები გვეუბნებიან 20 წლის სიცოცხლე მოგვაკლდა რომ გაჯარიმებთო!
ახლა ნაცებს გვეძახიან, რა საქმე გვაქვს ხალხნო გარემოვაჭრეებს პოლიტიკასთან? ისე, მე პირადად ოცნების აქციებზე დავდიოდი და ხმაც მივეცი, რადგან ის გასიებული გუბაზი რომ ყვიროდა საწვავი 1,65 რომ ღირს ლარი მიშას ჯიბეში მიდისო და ყველაფერი გაიაფდებაო - გვეჯერა! ახლა საწვავი 2.65 ღირს და სად მოდის ის 2 ლარი? 7 პროცენტიანი ზრდა ეკონომიკის და თან ასეთი ინფლაცია სად უნახავთ?
დღეს გვითხრეს, ვინც ტელევიზორში გამოჩნდებით, ახალ წელს კი არა, ზაფხულში რიყეზეც ვერ ივაჭრებთო, დადიან და გვარებს გვეკითხებიან!
კაცო, ხომ მოუკლეს იმ კაცს შვილი? არ მოუკლეს? აეყვანათ ცოცხლად! შეეშალათ? აღიარონ, უთხრან შეგვეშალაო, დასაჯონ ვისაც შეეშალა და წავა ის კაციც სახლში! რად უნდა ამას პოლიტიკა?
კარგი, გავედით დავუშვათ პარლამენტის წინ, რა გავაკეთოთ? ნაძვის ხე იქ არაა, მუსიკა იქ არაა, იმ ნაწყევარ და ნასისხლარ ადგილზე ქართველი არ გამოვა და ტურისტი სადაც ნაძვის ხეა იქ მოდის, დავდგეთ იქ და ერთმანეთს ვუყუროთ?
აი, 25 შივე რომ პარლამენტის წინ მოეწყოთ დახლები, ჩვენი ხალხი ცხვარია და შეიძლებოდა დავმდგარიყავით, ჩემს შვილსაც შია და ცივა და მეც ვიქნებოდი ცხვარი, მეც დავდგებოდი - მაგრამ, ახლა რა გამოდის, ფეხბურთის ბურთი ვართ? ჯერ რესპუბლიკის მოედანზე დაგვამწკრივეს, მერე უცებ მოუნდათ რომ პარლამენტის წინ გვისროლონ პირველ იანვარს?
შეთანხმებოდნენ იმ კაცს 20 რიცხვში, 31 ში არ დადგომოდნენ და არ გაეგიჟებიათ და ეტირებიათ!
იმის საშუალებას არ გვაძლევენ რომ პურის ფული ჩვენი შრომით ვიშოვოთ, სიცივეში და სიცხეში გარეთ ვყრივართ და ეგაც არ შეიძლებაო!
ამ მთავრობის დედაც, წინა მთავრობისასაც და მომავლისაც, ჩვენთვის არავინ არაა, არც არაფერს ვთხოვ, მომცენ მუშაობის უფლება!
თქვენ ევროპის მოედანს აბინძურებთო!
ასეთი ბინძურები და მაიმუნები თუ ვართ, პარლამენტის კიბეებს არ დავაბინძურებთ?
მაგ სიმართლით იარონ, მაგათ მარტო ერთი რამ უნდათ, რომ მაჩალიკაშვილის კარვის აღება გაამართლონ და ის ადგილი შეავსონ!
ვისურვებთ ისეთი ახალი წელი გაგვთენებოდეს ამისიანი და იმისიანი არ ისმოდეს!
თუ უკმაყოფილო ხარ შიმშილით - ნაცი ხარ!
თუ კმაყოფილი მშიერი ხარ - ქოცი!
არც ნაცი რომ ვიყო და არც ქოცი და რომ ვიმუშავო , ეს დრო როდის დადგება?
არც ერთმა ისურვა საჯაროდ სახის გამოჩენა!!!
თუმცა, თუ რომელიმეს ეჭვი შეგეპაროთ, გაბრძანდით რუსთაველზე, ნებისმიერს დაელაპარაკეთ!
ალია