05 იან 2020 12:15 822

ჯერ ქმარმა წამიჭირა კისერში ხელი, მახრჩობდა, მერე მამამთილი აივნიდან მაგდებდა - ძალადობის მსხვერპლი ქალი

 

 

„ახალი წლის წინა ღამეს ჯერ ქმარმა წამიჭირა კისერში ხელი, მახრჩობდა, მერე მამამთილმა დამარტყა თავში და აივნიდან მაგდებდა, სადაც გინდა, იქ წადიო“, -ამბობს აჭარის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალი. ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო, ქალს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ახლა იგი დედასთან ერთად ცხოვრობს.

დაზარალებულს რამდენიმე ხნის წინ ქმართან კონფლიქტი მოუხდა და მას შემდეგ არაერთხელ გახდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, როგორც ქმრის, ასევე მამამთილის მხრიდან.

დაზარალებულის დედა ამბობს, რომ ძალადობის წინა შემთხვევებზე მანაც იცოდა, მაგრამ დუმილს არჩევდა: „გვინდოდა, ლამაზად ყოფილიყვნენ, ვიფიქრე, დამშვიდდებიან-მეთქი, მაგრამ უარესი ქნეს“.

„ექსპერტიზამ ყველაფერი დააფიქსირა… აივნიდან გადმოგდებას რომ უპირებდა მამამთილი, მე არ დამირეკა… ჩვენ მერე დაგვირეკეს, ასე და ასე არისო“, – აცხადებს დაზარალებული ქალის დედა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო და ორი პირი დააკავეს

წყარო: ბათუმელები