05 იან 2020 13:17 584

გარემოვაჭრეები პარლამენტის წინ ვაჭრობაზე უარს აცხადებენ და "დედაენის ბაღში" იკრიბებიან

 

 

გარემოვაჭრეები, რომლებიც მალხაზ მაჩალიკაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნით პარლამენტის წინ გადასვლაზე უარს ამბობენ, "დედაენის ბაღში" შეიკრიბენ და საკუთარი პროდუქცია მიიტანეს.

 

ამ მოვაჭრეებს თბილისის მერიამ რესპუბლიკის მოედანი ძალით დაატოვებინა. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მერიამ მათი ნაწილი დააშინა და 50 ლარით დააჯარიმა. თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც ამჟამად "დედაენის ბაღში" იმყოფებიან, აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე, სადაც 20 ივნისის მოვლენები განვითარდა და სადაც ხელისუფლებამ მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი ძალის გამოყენებით აიღო, ისინი ვაჭრობას არ აპირებენ.