05 იან 2020 14:31 742

„მერიის თანამშრომელი არ არის“ - ფოთის მერიის განცხადება მამაკაცის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით

 

 

ფოთში, დაახლოებით 60-წლამდე მამაკაცი, მერიის შენობასთან მდებარე დაწესებულებაში გარდაცვლილი იპოვეს. მან სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და წერილიც დატოვა.

ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს მამაკაცი ფოთის მერიის თანამშრომელია და ცხედარიც მერიის შენობაში იპოვეს, არასწორია, რადგან შენობა კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის.

"გარდაცვლილი იპოვეს მერიის გვერდით მდებარე შენობაში და ჩვენთვის უცნობია გარდაცვლილის ვინაობა. დადასტურებით გეტყვით,რომ არ არის მერიის თანამშრომელი,- აცხადებენ მერიაში.

მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.