05 იან 2020 17:09 895

რა გახდა ფოთში 59 წლის მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი

 

 

ფოთში 59 წლის ზურაბ ხორავა ოჯახის წევრებმა ფოთის მერიასთან განთავსებული არქიტექტორული მომსახურების ოფისში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა ზურაბ ხორავას მიერ 5 წლის წინ შედგენილი ერთერთი ნახაზი გამხდარიყო, რომელიც საჯარო რეესტრში კანონდარღვევით დარეგისტრირდა, რის შესახებაც გარდაცვლილმა მხოლოდ 10 დღის წინ შეიტყო. კერძოდ, ერთ პირზე გაცემული საბუთი მეორე ადამიანზე იქნა დარეგისტრირებული.

ისინი არ გამორიცხავენ, რომ ხორავაზე გარკვეული ზეწოლა განხორციელდა, რადგან უკანასკნელ დღეებში იგი ძალიან ნერვიულობდა.