05 იან 2020 17:51 1409

"ჯარისკაცებს სუნიან საკვებს აჭმევენ და თუ ვინმე პრეტენზიას გამოთქვამა, 300 ლარს ხელფასიდან აჭრიან"

 

 

სამოქალაქო აქტივისტი რუსკა მჭედლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

"❗️2012 წლამდე თავდაცვაში 38 000 ჯარისკაცი მსახურობდა.
• ახლა 18 000 ჯარისკაცია.
❗️2012 წლამდე თითეულ ჯარისკაცს მინიმუმ 6 ფორმა ქონდა გამოსაცვლელად.
• ახლა, ერთი, უბეში გაცვეთილ-გამოხეული და საკუთარი ხელით გამოკერილი ფორმები აცვიათ.
❗️2012 წლამდე ჯარისკაცები წვრთნებს გადიოდნენ პოლიგონებზე ინტენსიურად.
• ახლა, იარაღის დაშლა აწყობა არ იციან მ ა რ თ  ლ ა და ბაზებზე მორიგეობით ჯარისკაცებს ათიბინებენ ბალახს!!!!!!!
❗️2012 წლამდე ჯარში კვების ხარისხი იყო უზრუნველყოფილი.
• ახლა, ჯარისკაცებს სუნიან საკვებს, ბინძური ჭურჭლით აჭმევენ,  ვინმე თუ პრეტენზიას გამოთქვამს, 300 ლარს ხელფასიდან აჭრიან და ამიტომ ჯარისკაცები იძულებულები არიან არ ჭამონ, არ გამოთქვან პრეტენზიები და იყვნენ ჩუმად!

❗️დაუქოქავ, ჩაჯანგებულ სამხედრო ტექნიკაზე და ტრადიციად ქცეულ, ბანქოს თამაშზე, "ხელფასზე გამაზულ მაყუთებზე"  აღარაფერს დავწერ..."