05 იან 2020 22:35 1050
მომღერალი დათო გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში კულტურული მიმართულებით მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს:
"დავით გომართელს აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება. ის 2005-2006 წლებში სალომე ზურაბიშვილის მინისტრობის პერიოდში მუშაობდა უწყებაში. ზოგადად მიღებული პრაქტიკაა, რომ კულტურის მოღვაწეებს დიპლომატია იყენებს სხვადასხვა ქვეყანაში, პოზიტიური იმიჯის შესაქმენლად და ქვეყნის პოპულარიზაცის გასაზრდელად"