05 იან 2020 22:41 726

რუსი ჟურნალისტი, რომელსაც უკრაინამ თავშესაფარი არ მისცა, დახმარებას საქართველოს სთხოვს

 

უკრაინული გამოცემის "Крым.реалии"-ის ინფორმაციით, რუსი ჟურნალისტი, ეკატერინბურგელი იური იზოტოვი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს.

იზოტოვი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან იგი სისხლის სამართლებრივი დევნის საშიშროების წინაშე დგას. მან რუსეთი 2016 წელს დატოვა, თუმცა, თავშესაფარი ჟურნალისტს არც უკრაინაში მისცეს.

„ჩემს მიმართ წინასაგამოძიებო შემოწმება დაიწყო. ეს უკავშირდება ჩემს პოსტებს სოციალურ ქსელებში, სადაც მე გამოვაქვეყნე იმ სამართალდამცველების მონაცემები, რომლებიც ზაფხულში, მოსკოვში მიტინგების დაშლაში მონაწილეობდნენ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმის ფაბრიკაცია და ჩემზე ძებნის გამოცხადება ნებისმიერ დროს შეუძლიათ“, – განაცხადა იზიტოვმა.

მისივე თქმით, ის საქართველოში მეგობრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის გახსნას აპირებს, რომელიც რუსი პოლიტპატიმრების უფლებებს დაიცავს.

 

ნიუპოსტი