06 იან 2020 00:21 1078
მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ განაცხადა, რომ რესპუბლიკის მოედანზე არ არის გარემოვაჭრეთა ადგილი რადგან ისინი ქაოსურ სიტუაციას ქმნიდნენ, "ალიამ" გადაწყვიტა ენახა, საახალწლო ქალაქის არაქაოსური მდგომარეობა - რა ხდება, საახალწლო ქალაქში?
მიუხედავად იმისა, რომ მერიის უამრავი თანამშრომელია ადგილზე, არ არის დაცული ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები, გადამბული "კაბელები", გზაზე და მიწაზე დაყრილია ელექტროგაყვანილობა "კაბელკანალის" გარეშე, არ არის დამონტაჟებული შესაერთებლები და ჯიხურიდან ჯიხურამდე ე.წ. დამაგრძელებლითაა მიყვანილი ელექტროენერგია, მეტიც, ატრაქციონებიც კი ამ დამაგრძელებლებზეა შეერთებული, მოზარდები, ადამიანები, დენის გაყვანილობაზე, რომლებიც დაუცველად ყრია, ფეხით დადიან, მიწაზე ყრია ნაგავთან ერთად, რკინის ქილები, მათ შორის ერთი ზედ ელექტროგაყვანილობაზე (ფოტოს გადაღების შემდეგ, ჩვენ გადავაგდეთ). მიუხედავად იმისა, რომ მერიის თანამშრომლებს მოვუყევით დარღვევების შესახებ ადგილზევე, რეაგირება არავის მოუხდენია!
გარემოვაჭრეები ქაოსურად ჰყიდდენ პროდუქციას და ელექტროგაყვანილობა ქაოსურად ვინ დაყარა?
დარწმუნებული ვარ, თქვენ რომ ასე გაიყვანოთ ელექტროენერგია, უსაფრთხოების სამსახური დაგაჯარიმებთ!
ვნახოთ, დააჯარიმებს თუ არა მერიის უსაფრთხოების სამსახური მერიის უსაფრთხოების სამსახურს!
მილიონიან ნაძვის ხეს, რამდენიმე ასეული მეტრი კაბელი, თავისი კაბელკანალით და ჩამრთველებით არ მოყვა?
აბა, მოტეხა ვინმემ?
ა, ტრენდულია, ალბათ!
გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს საახალწლო ქალაქიდან...
ალია