06 იან 2020 01:13 1047

"ტრენდული" სისუფთავა - რა ხდება "საახალწლო ქალაქში"?

მას შემდეგ, რაც ქალაქის მერმა ტრენდული ნაძვის ხე იყიდა და მას შემდეგ, რაც გარემოვაჭრეებმა ინტერვიუში გვითხრეს, რომ მათ მერია დანაგვიანებას ედავებოდა ევროპის მოედნის, "ალია" დაინტერესდა, როგორ იცავს მერია სისუფთავეს საახალწლო ქალაქში.

 

პირველ რიგში, რაც მოვიკითხეთ, ხომ არ იყო რომელიმე მაგიდა ჯიხურის დროებითი მფლობელის საკუთრებაში და ვის ევალებოდა მაგიდების და მთლიანად სიცრცის დალაგება - როგორც მერიის თანამშრომლებმა გვითხრეს, დასუფთავება თავის თავზე თბილისის მერიამ აიღო.

 

მაგიდებზე ეს მდგომარეობა დაგვხვდა:

 

 

 

ყველა კუთხეში ან სამშენებლო ნაგავი და ნარჩენი ყრია, ან ბრეზენტები, ან ქილები.

 

მერიის თანამშრომლებმა მხრები აიჩეჩეს.

სახანძროს თანამშრომელმა გვითხრა, რომ კი არ შეიძლება ასე ეყაროს, უსაფრთხოების წესების მიხედვით, მაგრამ ეს სახანძროს სხვა თანამშრომელთან უნდა გავარკვიო, რადგან მას მხოლოდ გარე ტერიტორია ეხება.

სახანძროს სხვა თანამშრომშრომელი, რომელიც შიდა ტერიტორიას უნდა აკონტროლებდეს, ადგილზე არ იყო!

 

 

გამომდინარე იქედან, რომ საშობაო თუ საახალწლო ქალაქში, არც სურსათის უვნებლობის სამსახური დადის და არც ზედამხედველობის სამსახური მუშაობს, ამას დამატებული, ადგილზე წყლის პრობლემაცაა, დარღვეულია პროდუქციის გაყიდვის ნორმებიც:

 

 

კაპუჩინოს ვინც შეუკვეთავს ის მიიღებს კაპუჩინოს რძის გაურეცხავი მილიდან, რომელზედაც, კარგად ჩანს უკვე გაყვითლებული და გაფუჭებული რძის კვალი.

 

ღია და უთავსახურო ნაგვის ურნები პროდუქტებთან.

ნაგვის ურნის გვერდით, შეუფუთავად დაყრილი პური ჰოთდოგისთვის, დარღვეულია ძეხვის შენახვის პირობები, კეჩუპის და მაიონეზის ქილებს არ აწერია გახსნის თარიღი!

მოკლედ, ყველა ის ნორმა, რომელთა დარღვევის გამო, ნებისმიერ კვების ობიექტს დააჯარიმებდნენ - დარღვეულია!

ესთეტიკა - ტრენდული!

გათბობის საშუალებები - ყველგან დევს კასრები ცეცხლისთვის, არის ბუხარიც, მაგრამ ცეცხლი მხოლოდ ორ კასრში ენთო, ვინ.მოპარა მერიას შეშა, ეგაც უცნობია!

 

ტრენდულ ნაძვის ხეს რომ ყიდულობ მილიონად, პურის ფულისთვის გარეთ მდგარ მოვაჭრეებს აგდებ და აჯარიმებ - 20 მაგიდის მოვლა, კვების ობიექტის კონტროლი, წყლით მომარაგება და ათი კასრისთვის შეშის მიტანა მაინც უნდა შეძლო!

 

 

 

ალია