06 იან 2020 10:13 386
სომეხთა წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს, 6 იანვარს, უძველესი ტრადიციით ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაულს ერთდროულად აღნიშნავს.
დილა ღვთისმსახურებით, სადღესასწაულო წირვით დაიწყება, რომელსაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი ჩაატარებს, მოგვიანებით კი წყალკურთხევის წესი შესრულდება. ტრადიციის თანახმად, მორწმუნეებს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვთ. ლიტურგიის შემდეგ დასრულდება ერთკვირიანი მარხვაც.
სომეხთა სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთ დღეს აღნიშნავს.სომეხთა ეკლესია მიიჩნევს, რომ ქრისტე თავისივე დაბადების დღეს მოინათლა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის შემადგენლობაში თბილისის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის თემები და 50 მოქმედი ეკლესია შედის.