06 იან 2020 10:25 396

დღეს ნატო-ს ელჩები ირანსა და ერაყში არსებულ ვითარებაზე საგანგებო სხდომას გამართავენ

 

 

დღეს ნატო-ს ელჩები ბრიუსელში საგანგებო შეხვედრას გამართავენ, სადაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილება. უფრო კონკრეტულად კი, შეხვედრაზე ირანსა და ერაყში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ.

შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მოწვევით ტარდება.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს, ერაყში ამერიკის საელჩოზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ბაღდადის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დარტმა მიიტანა, რომლის დროსაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად ირანის სამხედრო ლიდერი, „ქუდსის ძალების“ ხელმძღვანელი, ყასიმ სულეიმანი დაიღუპა.

ოფიციალური თეირანი ვაშინგტონს „შურისძიებით“ ემუქრება. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით კი, პენტაგონს მიზანში ამოღებული აქვს ირანის 52 სტრატეგიული ადგილი, რომელსაც „ძალიან სწრაფად და ძლიერად გაანადგურებს“.