06 იან 2020 10:37 1088

პატრიარქის ბრძანებით, იღუმენია თამარ გამყრელიძეს ზიარება აეკრძალა

 

 

იღუმენია თამარ გამყრელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ეხმაურება პატრიარქის ბრძანებას, სადაც ვკითხულობთ, რომ მას ზიარება აეკრძალა.

„ცნობისათვის, ეს ის საპატრიარქოს მღვდელმთავრების კომისიაა, კიდევ ერთი საქართველოს ეკლესიის მარგალიტ დეკანოზ მიქაელ ბოტკოველთან ერთად, რომელმაც, მე იღუმენია თამარ გამყრელიძე, სიმართლისათვის, სამართლიანობისათვის და მართალი მღვდელმთავრის გვერდში დგომისათვისუზიარებლობით დამსაჯა და უფრო მეტი ბოროტება ჩაიდინა. მხოლოდ საკუთარი სირცხვილის, თავისი უღირსების გადასაფარავად პასუხისმგებლობა პატრიარქს დააკისრეს და სადამსჯელო ბრძანება მისი ფაქსიმელიით გამომიგზავნეს. სად არის საპატრიარქოს კიდევ ერთი მთავარი ფიგურა ე.წ ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი?! ვაი შენდა დღევანდელო საქართველის საპატრიარქოვ! უფალმა განწმინდოს, სიმართლის, ჭეშმარიტების ზეიმი ქრისტეშობა გაგვითენოს და დაგმოს ყოველივე ფარისევლობა, ფარისევლობის მსახურება და ფარისევლური ალილო!“, - წერს იღუმენია.

იღუმენია თამარ გამყრელიძემ ჭყონდიდის ეპარქიის დატოვება სინოდის სხდომის შემდეგ გადაწყვიტა.  მისი განმარტებით, ის ამ ფორმით მეუფე პეტრეს მხარდაჭერას უცხადებს. 

ამის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ფოტო დედათა მონასტერში მან პირველმა ჩამოხსნა. „ყველა მონაზონმა ინდივიდუალურად გადაწყვიტა, თავის კელიაში ჰქონოდა თუ არა კერპის ფოტო, ჩემთან დიდი ხნის წინ ჩამოიხსნა”- აცხადებდა იღუმენია თამარა გამყრელიძე.