06 იან 2020 10:47 537
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ოფიციალური თეირანი ტოვებს „ირანის ბირთვული შეთანხმების“ სახელით ცნობილ დოკუმენტს, რომლის თანადმადაც ირანი უარს ამბობდა ბირთვული იარაღის შექმნაზე ეკონომიკური სანქციების შერბილების სანაცვლოდ. ინფორმაციას „NBC News“ ავრცელებს.
იქამდე, 2019 წლის მაისში შეთანხმება დატოვა აშშ-მ.
2015 წელს გაფორმებული „ირანის ბირთვული“ შეთანხმების თანახმად, აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, ჩინეთი და რუსეთი თანხმდებოდნენ, რომ ირანზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები შესუსტდებოდა, ხოლო ოფიციალური თეირანი თავის ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა და აღარ შეეცდებოდა ბირთვული იარაღის შექმნას.
ურთიერთობები აშშ-სა და ირანს შორის განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც ამერიკული ავიაიერიშის შედეგად მოკლული იქნა ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი. მკვლელობის გამო „შურისძიებით“ დაემუქრა აშშ-ს ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ჰამეინი, ხოლო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შეტევის შემთხვევაში, „საპასუხო იერიში იქნება ძალიან სწრაფი და ძლიერი“.