06 იან 2020 10:56 958

სერგეი ლავროვი თბილისში მაისში ჩამოდის?

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შესაძლოა თბილისს მიმდინარე წლის მაისში ეწვიოს. რუსი დიპლომატის ვზიტი შესაძლოა ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართოს.

ოპოზიცია ხელისუფლებას აფრთხილებს "გავრილოვის" მსგავსი შეცდომა აღარ გაიმეოროს.

აღსანიშნავია,რომ ლავროვს ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.

"ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის მიტაცებული ტერიტორიების აღიარებაში. მას დარღვეული აქვს საქართველოს ყველა კანონმდებლობა. ლავროვის შემოშვება საქართველოში არ შეიძლება. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას არ გაიმეორონ გავრილოვის მსგავსი შეცდომა და თუ ლავროვი აღმოჩნდება ჩვენი ქვეყნის ტერიტპრიაზე, რა საკვირველია იგი ისევე დატოვებს ჩვენს ქვეყანას, როგრც ეს გავრილოვის ვიზიტისას მოხდა"- განაცხადა თემის შეფასებისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

 

ნიუპოსტი