06 იან 2020 12:00 900

"ქართველები ბოლო დროს ისე გაირყვნენ, რომ ფულის გამო ყველაფერზე წავლენ" - რობერტ სტურუა

 

 

რა აფერხებს ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების განვითარებას და არის თუ არა შესაძლებელი (ან საჭირო) რუსეთისა და საქართველოს შერიგება – ამ თემების განსახილველად ტელეკომპანია RTVI-ის ეთერში რეჟისორმა რობერტ სტურუამ ისაუბრა.

"სააკაშვილმა საქართველოდან ბევრი ფული წაიღო. ვფიქრობ, ის უფრო მდიდარია, ვიდრე ივანიშვილი. ის იქიდან უბრალოდ კი არ გვიყურებს, არამედ გვმართავს. ეს ყველაფერი ფულის ხარჯზე ხდება. ქართველები ბოლო დროს ისე გაირყვნენ, რომ ფულის გამო ყველაფერზე წავლენ. ნათელია, რომ მათ 20 ლარს, შემდეგ 50-ს უხდიან და ჩამოჰყავთ პროვინციიდან. ეს ყველაფერი სპექტაკლია. ჩვენ ამას შევეჩვიეთ, ძალიან ნაცნობი ამბავია, რადგან აქ 30 წლის განმავლობაში იმართება მიტინგები… ვერ ვიტან ქუჩურ დემოკრატიას… მინდა, ხალხი დაწყნარდეს. ამ ყველაფერს, საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან და პოლიტიკასთან. არის რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც იბრძვის ძალაუფლებისთვის", – აცხადებს სტურუა.

 

რეზონანსი