06 იან 2020 12:05 1445

„ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ დათო გომართელი მთელი ცხოვრება ესტრადის მსახიობია და სიმღერის მეტი არაფერი არ უკეთებია???“

 

 

სამოქალაქო აქტივისტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„… აქ რაღაც ღლიცინები წავიკითხე დათო გომართელზე;

– ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ დათო გომართელი მთელი ცხოვრება ესტრადის მსახიობია და სიმღერის მეტი არაფერი არ უკეთებია???

მე პირადად დათოს თითქმის 35 წელია ვიცნობ; ძმაკაცები და ახლო მეგობრები არა ვართ,მაგრამ ვიცნობთ ერთმანეთს და კარგი სალამი გვაქვს ყოველთვის;

ერთ-ერთ ცნობილ ქართულ ტრადიციულ ოჯახში გაიზარდა დათო; დათოს მამა, ცნობილი ჟურნალისტი და მწერალი ,უწესიერესი სპეტაკი ადამიანი გახლდათ; დიდი სამეგობროს სული და გული და უნიჭიერესი ქალაქელი ჯენტლმენი ბრძანდებოდა… “არაჩვეულებრივი გამოფენა”-დან უნდა გახსოვდეთ რეპლიკა: ” კოია ხარ, კოია??” – აი, ზუსტად ის კოია გახლდათ დათოს მამა.

თვითონ დათო:

– ისწავლა კაცმა, მიიღო შესანინავი განათლება და შეუდგა შრომით საქმიანობას; იმ დროს ახალგაზრდა განათლებული , კარიერასა და სრულყოფილ განათლებაზე ორიენტირებული ადამიანებისთვის მცირე იყო ასპარეზი,მაგრამ რაც იყო – რეალური საქმე იყო; იმ წლებიდან ვიცნობ ზუსტად დათოს – კოლეგები ვიყავით ახალგაზრდულ ორგანიზაციაში – მე თელავში , ის თბილისში, შემდეგ ცენტრალურ აპარატში; ახალგაზრდების კულტურულ და სულიერი განვითარების საკითხებზე მუშაობდა უკვე იმ წლებში ახალგაზრდა კაცი.

შეიცვალა საზოგადოებრივი ფორმაცია და არავისთვის ხელებში ყურება არ დაუწყია – საქართველოში პირველი ( ვიმეორებ-პირველი!!!) ერთობლივი საწწარმო შექმნა ევროპელ პარტნიორებთან ერთად და აქ ერთმანეთს ტყვიამფრქვევებით რმ დასდევდით, ეს კაცი რეალურ საქმეს აკეთებდა და ადამიანების დასაქმებაზე ზრუნავდა უკვე. თუ არ ვცდები , სხვადასხვა სახის შესაფუთი მასალებისა და სხვადასხვა სასმელების წარმოებისთვის საჭირო ჩამოსასხმელი ტარის წარმოება ააწყო აბსოლუტური ნულიდან იმ ომის და ნგრევის პირობებში; მგონი, ერთადერთი საწარმო იყო მაშინ საქართველოში, რომელიც რეალურად მუშაობდა!!!

ყველა დეტალს ვეღარ მოვყვები აქ-ისედაც დავწვრილმანდი ძალიან! დათოს უდიდესი პლუსი ისაა , რომ თავის დაძაბულ ბიზნესსაქმიანობას შესანიშნავად შეურწყა ხელოვანის ყოველდღიური ცხოვრებაც, იმიტომ რომ სხვაანაირად არ შეუძლია მაგ კაცს!!!

ემღერება და მღერის!!!

თქვენც იმღერეთ ბატონო – დაგიშალათ ვინმემ???

ეხლა გავიგე- ერთ-ერთ ევროპულ ჩვენს საელჩოში მგონი მრჩევლად დაუნიშნავთ.

მერედა რა ამით ??? ცუდი რა არის ამაში?

მე ერთს ვხედავ აქ ცუდს: მრჩევლად კი არა, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად უნდა დაენიშნათ, ელჩად უნდა დაენიშნათ!!!

ან მთლად უკეთესი – ძალიან კარგი იქნეოდა, თუ რომელიმე სამინისტროს ჩააბარებდნენ დათოს და მისცემდნენ შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას; აქ დიაპაზონი დიდია- კულტურის სამინიტროსაც შესანიშნავად გაუძღვებოდა და ეკონომიკისასაც! და სხვასაც ბარე ორს!

დარწმუნებული ვარ, საუკეთესო ელჩი იქნება ჩვენი ქვეყნისა დათო გომართელი!!!

და საუკეთეოსო მინისტრიც იქნებოდა-შესაძლებლობას თუკი მისცემენ. !!!

ეხლა რაც გინდათ ის იფიქრეთ ჩემზე- მე ხომ ვიცი, რომ ეს ყველაფერი ალალი გულით დავწერე და უცბად მოფიქრებული სტრიქონებია- კორექტურაც კი არ გამიკეთებია…

ნუ ხართ დაბოღმილები სხვის წარმატებაზე!!!

იშრომეთ და წარმატება თქვენთანაც მოვა!!!“