06 იან 2020 12:19 483
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ცნობისთვის, 31 ოქტომბერს, სინოდის წევრებმა პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე შუამდგომლობით მიმართეს. გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. 2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.