06 იან 2020 13:36 535
აშშ-ის კონგრესს ირანის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის სამხედრო ქმედებების შეზღუდვა სურს. შესაბამის რეზოლუციას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა მიმდინარე კვირაში განიხილავს. ამის შესახებ ნათქვამია წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის წერილში, რომლის ადრესატები დემოკრატი სენატორები არიან.
„ამ კვირაში წარმომადგენელთა პალატა წარმოადგენს და კენჭს უყრის რეზოლუციას პრეზიდენტის სამხედრო უფლებამოსილებების შესახებ, რათა ირანის წინააღმდეგ ტრამპის სამხედრო ქმედებები შეიზღუდოს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ კანონმდებლების თანხმობის გარეშე ინიცირებული სამხედრო ქმედებები 30 დღის განმავლობაში უნდა შეწყდეს
ამ ქმედებებმა საფრთხის წინაშე დააყენა ჩვენი სამხედროები, დიპლომატები და სხვა პირები. ეს ნაბიჯი ირანთან ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვის საფრთხეს ქმნის. ჩვენი, როგორც კონგრესმენების ვალდებულებაა, დავიცვათ ამერიკელი ხალხის უსაფრთხოება. ამ მიზეზით ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯები კონგრესთან კონსულტაციების გარეშე და კონგრესის სამხედრო უფლებამოსილებების გაუთვალისწინებლად გადადგა“, – წერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი."