06 იან 2020 13:52 16561
რამდენიმე დღეა ბაკურიანში წყლის დეფიციტია და სასტუმროების ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. ბორჯომი მერი, ლევან ლიპარტია კომენტარს აკეთებს:
"ვინაიდან ხალხი ბევრი იყო, მაგასთან დაკავშირებით გრაფიკით მიდიოდა წყალი. ერთი კაცი და ორი კაცი ერთი და იგივე რაოდენობის წყალს მოიხმარს? მიზეზები წყალმომარაგების კომპანიასთან უნდა გაარკვიოთ, ეს არაა მერიის კომპეტენცია"
რა გამოდის - წყლის პრობლემა პირდაპირ კავშირშია დამსვენებელთა დიდი რიცხვთან, უფრო სწორად - ხალხის ოდენობასთან, ასე თქვა მერმა.
ხალხი უნდა შევამციროთ ბაკურიანში და წყალი მუდმივად იქნება!
განცხადებაც ამას ჰქვია.
ალია