06 იან 2020 14:01 529
თავად კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სალომე ზურაბიშვილს პირად საუბრებში უარი უთხრა შეწყალებაზე, - ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ მედიასთან მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა.
„რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილმა რაც თქვა, ეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ არის. წინა დღეებში ის პატრიარქს შეხვდა და მე მაქვს ინფორმაცია, თუმცა ამ წუთამდე თავს ვიკავებდი ამ კომენტარისგან, რომ თავად კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სალომე ზურაბიშვილს პირად საუბრებში უარი უთხრა. გამომდინარე აქედან, წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტისადმი შუამდგომლობა გაეგზავნათ, იყო ფარსი, კათოლიკოს პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებიც კი მოატყუა და თითოეულ მათგანს ლაფი დაასხა თავზე, მან მოატყუა მთელი საზოგადოება და ეცადა პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას და დადგეს სპექტაკლი, რა სპექტაკლშიც მიიღეს მონაწილეობა კათოლიკოს პატრიარქმა და პრეზიდენტმა“